weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

იმერეთში ბიო ჩაის საწარმო აშენდება

17:31 ხუთშაბათი, 03 აგვისტო 2017

ვანის რაიონში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ჩაის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება, რომელიც დაუფასოებელ და ბიო ჩაის აწარმოებს. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანია „ფერეთა ჩაის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 18 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 25 წლიანი იჯარით გადაეცა.

„ფერეთა ჩაი“ სახელმწიფოს წინაშე ვალდებულებას იღებს, რომ 36 თვის ვადაში შექმნის ჩაის გადამამუშავებელ საწარმოს, რომელიც ყოველწლიურად, ყოველ ერთ ჰექტარზე მინიმუმ 500 კილოგრამ დაუფასოებელ ჩაის აწარმოებს, ხოლო ბიოწარმოების შემთხვევაში, ყოველ ერთ ჰექტარზე 250 კილოგრამი პროდუქციის დამზადებას შეძლებს.

კომპანიას ჩაის პლანტაციის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულების 70%-ს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენებას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]