„ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ არის გარკვეული რაოდენობა ქართველი სტუდენტებისა, ვისაც დროზე ადრე, ანუ სწავლის დაწყებამდე სურს ჩასვლა გერმანიაში იმის გამო, რომ მათ ხელთ უჭირავთ დასაქმების კონტრაქტები. ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ და მთავრობამ, სულ ორიოდე დღის წინ დაამტკიცა კიდევ ერთი, ე.წ. სოციალური ჩარტერი, ანუ სუბსიდირებადი ფრენა თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ მათი თხოვნა“, – განაცხადა თურნავამ
მინისტრი სტუდენტებს მოუწოდებს, შეზღუდული ადგილებიდან გამომდინარე, ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს დროულად მიმართონ.
„ვინაიდან ეს არის სუბსიდირებადი ფრენა და აქედან გამომდინარე, ადგილები შეზღუდულია, დროულად მიმართონ ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტს, სსიპ-ს, რომელიც შექმნილია მთავრობის ადმინისტრაციის ფარგლებში და აუცილებლად წარადგინონ დასაქმების კონტრაქტები, რომ დაზღვეულები იყვნენ, აუცილებლად ჰქონდეთ ადგილი ბორტზე. ჩვენ უზრუნველვყოფთ ამას და მათ ხელს შევუწყობთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.