weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჯაპანა-ლანჩხუთის ახალი 14 კილომეტრიანი გზა გაიხსნა

16:28 შაბათი, 18 ივლისი 2020

სამტრედია-გრიგოლეთის ოთხზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის მეორე მონკვეთზე - ჯაპანა-ლანჩხუთის 14-კილომეტრიან გზაზე ორივე მიმართულებით მოძრაობა გაიხსნა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი გზა 20-30%-ით ამცირებს გადაადგლების დროს და გვერდს აუვლის მჭიდროდ დასახლებულ მონაკვეთს.

აღნიშნული 14-კილომეტრიანი მონაკვეთი გაივლის ლანჩხუთსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანას, ქვიანს, ნიგოითსა და ქვემო შუხუთს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზაფხულის ბოლომდე ხაშურის შემოვლითი გზის გახსნაც იგეგმება.

„ევროპის საინესტიოციო ბანკის და ევროკავშირის სესხით ხდება ამ მაგისტრალის მშენებლობა. 250 მილიონი ლარი დაჯდა ეს კონკრეტული მონაკვეთი. მთლიანობაში, საგზაო ინფრასტრუქტურაში ჩვენ ძალიან დიდ თანხებს ვდებთ იმიტომ, რომ ეს არის უსაფრთხოება, შიდა ტურიზმი, ჩვენი ლოჯისტიკური პოტენციალი, სატვირთო გადაზიდვები“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ავტომაგისტრალის ახალი მონაკვეთის გახსნის შემდეგ, ავტოტრანსპორტი სპეციალური სქემის შესაბამისად იმოძრავებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]