weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოზურგეთის მასშტაბით 49 დასახლება მაღალი სიჩქარის ინტერნეტს მიიღებს - თურნავა

12:35 ხუთშაბათი, 23 ივლისი 2020

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, პირველი საპილოტე პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაიწყება.

თურნავას განცხადებით, საუბარია სახელმწიფო კომპანია „ოუფენ ნეტის“ (OpenNet) პროექტზე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს კოორდინირებით ხორციელდება და გულისხმობს ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ-ინფრასტრუქტურის გაყვანას ქვეყნის მასშტაბით, რაც მთლიანობაში, ათასამდე დასახლებულ პუნქტს მოიცავს.

„კოვიდის ფონზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო გადავეწყოთ დიჯიტალური ურთიერთობების პლატფორმაზე, გავხდეთ უფრო ინტერნეტიზირებული, უფრო მეტი ელექტრონული სერვისები შემოვიდეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია განათლების სფეროსთვის, ბიზნესისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც დისტანციურად დასაქმდებიან და სხვადასხვა ტიპის სერვისებს ინტერნეტის საშუალებით შეასრულებენ.

ამისთვის, ჩვენ ვიწყებთ პირველ საპილოტე პროექტს, რომელიც განხორციელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. პირველ ეტაპზე, საქმე ეხება 49 დასახლებულ პუნქტს. ეს არის 8500 ოჯახზე მეტი, რომელიც რამდენიმე თვეში მიიღებს მაღალი სიჩქარის ინტერნეტს. პროექტი დაიწყო. პირველი ეტაპი ძალიან სწრაფად, ჩვენი კონტროლის ქვეშ დასრულდება და შემდეგ უკვე საქართველოს დანარჩენ რეგიონებში გაგრძელდება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, პირველი საპილოტე პროექტის სამუშაოები უახლოეს თვეებში დაიწყება და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]