weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეს არ არის ნორმალური ქცევა - „ფრონტერა“ საქართველოს მთავრობის განცხადებაზე

13:00 პარასკევი, 24 ივლისი 2020
ფოტოზე - ზაზა მამულაიშვილი, „ფრონტერას“ აღმასრულებელი დირექტორი ფოტოზე - ზაზა მამულაიშვილი, „ფრონტერას“ აღმასრულებელი დირექტორი

ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია „ფრონტერა“ ეხმაურება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მთავრობა ამერიკულ კომპანიასთან კონტრაქტს აღარ შეწყვეტს, მიუხედავად იმისა, რომ ჰააგის საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწვეტილებამ ამისთვის მყარი სამართლებრივი საფუძველი შექმნა.

„ფრონტერა“ აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ კონტრაქტის და ბოლო საარბიტრაჟო მოქმედების შედეგების შესახებ საჯარო დეზინფორმაციული კამპანია გააგრძელა.

„ხუთშაბათს, წლების განმავლობაში მუქარისა და შევიწროების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა მოულოდნელად განაცხადეს, რომ „მთავრობამ გადაწყვიტა, ჩვენთან კონტრაქტი არ გააუქმოს“. ეს განცხადება შეფუთული იყო ცილისმწამებლური განცხადებებით, რაც მხოლოდ ჩვენი კომპანიის სახელის გატეხვასა და ჩვენი საქმიანობის შესახებ ყალბი განცხადებების გავრცელებას ემსახურებოდა.

გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ არასდროს არსებულა ჩვენი ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს მთავრობის მუდმივი ცილისწამება არასწორია და მიზანმიმართულ შევიწროებას წარმოადგენს. ის მიმართულია შეცდომაში შეყვანისკენ და დიდსულოვნებისა და კეთილმოსურნეობის შთაბეჭდილების შექნისკენ, როდესაც, ფაქტობრივად, ეს არის არაგულწრფელი ქცევის გაგრძელება, რომლის მიზანი აშშ-დან პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შემოსვლისთვის ეშმაკურად ხელის შეშლაა“, - აცხადებს ამერიკული კომპანია.

„ფრონტერას“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ აპრილის შემდეგ, საქართველოს მთავრობასთან შეხვედრა არაერთხელ მოითხოვეს, რაც უგულებელყოფილი იქნა.

„ახლა, მაღალი თანამდებობის პირები ჩვენს კომპანიასთან კონსტრუქციული შეხვედრის ყოველგვარი მცდელობის გარეშე საჯარო განცხადებას აკეთებენ. ეს არ არის ნორმალური ქცევა, როდესაც საქმე ეხება აშშ-ის კერძო სექტორის უმსხვილეს ინვესტორთან მუშაობას. ოც წელზე მეტია, ჩვენ საქართველოს ამაყი კორპორაციული მოქალაქე ვართ შეერთებული შტატებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში კახეთის რეგიონში 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ, აშშ-დან წამყვანი ტექნოლოგია შემოვიტანეთ; ასობით ქართველი და ამერიკელი დავასაქმეთ და საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შესაძლებლობა შევქმენით. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი ტიპის თამაში ცხადყოფს, რომ ეს აშშ-ს ბიზნესისთვის მისასალმებელ გარემოს არ ჰგავს“, - ნათქვამია „ფრონტერას განცხადებაში.

კომპანია საქართველოს პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას მოუწოდებს, დაიცვან საარბიტრაჟო სასამართლოს განჩინება, პატივი სცეს ხელშეკრულების პირობებს, „ფრონტერასთან“ კონსტრუქციული შეხვედრა გამართონ და პირობა მისცენ, რომ შეძლებენ „სამუშაოს უსაფრთხოდ, დაშინებისა და ახალი პირობების გარეშე“ დაუბრუნდნენ.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, „ფრონეტერასთან“ დაკავშირებით ბოლო გადაწყვეტილება განპირობებულია „რეპუტაციისა და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის უაღრესად დადებითი აღქმის შენარჩუნების“ სურვილითა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ურთიერთობებით.

 

ამ თემაზე:

საქართველოს მთავრობა კომპანია „ფრონტერასთან“ კონტრაქტს აღარ წყვეტს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]