weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სიღნაღის მუნიციპალიტეტში ზეთისხილის ბაღი დაიწვა

18:51 ორშაბათი, 27 ივლისი 2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ხანძრის შედეგად კომპანია „ქართული ზეთისხილის“ მიერ გაშენებული პლანტაციების ნაწილი დაიწვა. როგორც „რეგინფოს“ კომპანიაში განუცხადეს, დამწვარია დაახლოებით 18 ჰექტარი და მასზე არსებული ოთხი წლის ხეები, რომლებიც ნაყოფს ჯერ არ იძლევიან.

ხანძრის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები სოციალურ ქსელში „ქართული ზეთისხილის“ ერთ-ერთმა დამფუძნებლმა, ნელი გეთიაშვილმა გუშინ გაავრცელა. მისი ინფორმაციით, 25 ჰექტარი იყო დამწვარი. „რეგინფოსთან“ ნელი გეთიაშვილმა თქვა, რომ დაზიანებულია 11 ათას ძირზე მეტი ხე და ზარალი მილიონ ლარს აჭარბებს.

ხანძარი 25 ივლისს, დაახლოებით დღის პირველ საათზე გაჩნდა. ნელი გეთიაშვილის თქმით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იმყოფებოდა და მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. მისთვის უცნობია, რას შეიძლება გამოეწვია ხანძარი.

კახეთში ზეთისხილის პლანტაციების გაშენება 2009 წლიდან დაიწყო და როგორც კომპანია „ქართულ ზეთისხილში“ აცხადებენ, საერთო ჯამში მათი ფართობი 100 ჰექტარია. 2016 წელს ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმოც ამოქმედდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ზეთისხილის ბაღები და საწარმო ჰოლანდიურ-თურქული ინვესტიციით და სახელმწიფო პროექტის „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება“ მხარდაჭერით შეიქმნა. საწარმოში 800 ადამიანი იყო დასაქმებული, განხორციელებული ინვესტიციების ჯამური რაოდენობა კი 5 მილიონი ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]