weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტზე მუშაობს

15:44 ორშაბათი, 03 აგვისტო 2020

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას ინფორმაციით, აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტი მუშავდება და მისი ინიცირება უახლოეს პერიოდში იგეგმება. დანელიას თქმით, კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანი მცირე ფერმერული მეურნეობების მიერ ადგილობრივი პროდუქტის რეალიზაციის ხელშეწყობაა.

„კანონპროექტი წაახალისებს პროდუქტის მიწოდების მოკლე ჯაჭვის შექმნას და ადგილობრივი პროდუქტის ახალი სარეალიზაციო არხების გახსნას განსაკუთრებით მცირემიწიანი ფერმერებისთვის“, - განაცხადა დანელიამ.

მისივე თქმით, სოფლად ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით კანონპროექტით განსაზღვრულია სახელმწიფოს მიერ გასატარებელი ღონისძიებები, მათ შორის საგადასახადო შეღავათები, რაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და არსებული სოციალური პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

„პროექტის მიხედვით, აგროტურისტული საქმიანობა არის ფერმერული მეურნეობის ფარგლებში განხორციელებული ფერმერული და ტურისტული საქმიანობის კომპონენტების ერთობლიობა, რაც შესაძლოა მოიცავდეს ტურისტის მიღებას, განთავსებას, ფერმერულ მეურნეობასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევას და ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მიწოდებას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივა დღეს არასამთავრობო, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]