weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვას 10 თეთრით დაასუბსიდირებს

11:27 ხუთშაბათი, 13 აგვისტო 2020

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, წელს მთავრობა არასტანდარტული ვაშლის შესყიდვას დაასუბსიდირებს. გახარიას თქმით, ყველა კომპანია, რომელიც ვაშლის შესყიდვის პროცესში ჩაერთვება, დამატებით 10 თეთრს მიიღებს.

ამ საკითხზე მთავრობის დღევანდელ სხდომაზე უნდა იმსჯელონ. ჯერჯერობით უცნობია, ბიუჯეტიდან რა ოდენობის თანხა გამოიყოფა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებისთვის.

„ეკონომიკური კრიზისის ფარგლებში ჩვენ სექტორალურად ვეხმარებით სხვადასხვა დარგს და განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სოფლის მეურნეობას. ძირითადი მიზანია, რომ ჩვენი ფერმერების მიერ წარმოებული არცერთი გრამი პროდუქტი დაუბინავებელი არ დარჩეს. ამ მოტივით იყო განპირობებული ჩვენი დახმარება მევენახეებისთვის და მთავრობა წელს ყურძნის შესყიდვას ასუბსიდირებს.

შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ იქნება ვაშლის მოსავლის დაბინავება. წელს საერთაშორისო ბაზრებზე ვაშლის ფასი საკმაოდ დაეცა, ამიტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეკომენდაციით, დღეს ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების შესახებ - 10 თეთრით. საბოლოოდ, ეს ფასი ჩვენი მეწარმეებისთვის, ფერმერებისთვის იქნება არანაკლებ 22 თეთრისა. ყველა ის კომპანია რომელიც ჩაერთვება შემსყიდველ შტაბში, რომელიც შეიქმნება სპეციალურად ვაშლის დაბინავების მიზნით, ამ სუბსიდირებას მიიღებს დამატებით 10 თეთრის ოდენობით. ეს ძალზედ მნიშვნელოვანია რეგიონისთვის, ამიტომ აქ გვმართებს სწორი და ეფექტური მუშაობა“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის სუბსიდირების პროგრამა 2020 წლის დეკემბრამდე გაგრძელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]