weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თიბისის მხარდაჭერით ყველის ქარხანა „სანტა“ წარმოებას აფართოებს

14:12 სამშაბათი, 18 აგვისტო 2020

ალბათ გსმენიათ 20 წლის წინ თბილისიდან სოფლად გადასახლებული ქალის შესახებ - დარეჯან კანთელაძემ წალკის რაიონის სოფელ სანტაში ფერმის მოვლა და ყველის წარმოება რომ წამოიწყო. მრავალი სირთულის მიუხედავად, აქ და ახლა, საქართველოს სამხრეთში, ალპურ ზონაში ევროპული სტანდარტების ქარხანა „სანტა“ ფუნქციონირებს და თიბისის მხარდაჭერით ის კიდევ უფრო ფართოვდება.

დარეჯან კანთელაძემ შეღავათიანი აგროკრედიტით გერმანიაში საუკეთესო ჯიშის ძროხები შეიძინა და წალკაში ჩამოიყვანა.

„ძროხები გერმანიიდან ერთი თვის წინ ჩამოვიყვანეთ, ტრანსპორტირება ხმელეთით მოხდა. ძროხები სპეციალურად შევარჩიეთ, რომ ჩვენს გარემოსა და ბუნებრივ პირობებს ადვილად შეგუებოდნენ. ფერმის გაფართოება დიდი ხანია მინდოდა და სწორედ ახლა, ეს შესაძლებელი გახდა. ამჟამად ჩვენი ფერმაში 232 სული ძროხაა,“ - ამბობს დარეჯან კანთელაძე, „სანტას“ დამფუძნებელი.

ნამატი ფერმაში წარმოებული პროდუქციის მატებასაც ნიშნავს, ამჟამად „სანტაში“ თვეში საშუალოდ 10–12 ტონა ყველს აწარმოებენ. „ალპიას“ ბრენდის ქვეშ 5 სახეობის ყველი რამდენიმე სუპერმარკეტის ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ. უახლოეს მომვალში „სანტა“ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასაც გეგმავს და რძის სხვადასხვა ნაწარმის დამზადებას აპირებს.

„სანტაში“ 30-მდე ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. დარეჯან კანთელაძე თიბისის პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2018-ის“ გამარჯვებულია ნომინაციაში „წლის ქალი მეწარმე“.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]