weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მეორე კვარტალში ცხვრისა და თხის სულადობა 12%-ით შემცირდა – საქსტატი

12:06 ოთხშაბათი, 19 აგვისტო 2020
ფოტო © Natia Rekhviashvili ფოტო © Natia Rekhviashvili

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის II კვარტლის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.6%-ით გაიზარდა და 1 მილიონი სული შეადგინა.

აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 471.2 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.4%-ით მეტია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 12.1%-ით შემცირდა და 984.2 ათასი სული შეადგინა. ღორის რაოდენობა 205.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 1.8%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

 

ამასთან, საქსტატის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში რძის წარმოებამ 197.4 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 0.1%-ით მეტია. ხორცის წარმოებამ 16.3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 2019 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5.8%-ით აღემატება.

საქსტატის მონაცემებით, ფრინველის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16.9%-ით გაიზარდა და 12.5 მილიონ ფრთას მიაღწია. მეორე კვარტალში წარმოებულია 167.5 მილიონი კვერცხი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 1.4%-ით ჩამორჩება.

საქსტატის თანახმად, 2020 წლის საბოლოო მონაცემები 2021 წლის 15 ივნისს იქნება ხელმისაწვდომი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]