weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ხაშურის 13-კილომეტრიანი შემოვლითი გზა გაიხსნა

15:00 შაბათი, 22 აგვისტო 2020

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის (E60-ის) შემადგენელი 13-კილომეტრიანი მონაკვეთი – ხაშურის შემოვლითი გზა გაიხსნა. შემოვლითი გზა მგზავრობის დროს 40-50%-ით შეამცირებს.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს ხაშურს საცობებისგან, ტრანზიტული მოძრაობა კი სრულად ახალ გზაზე განხორციელდება. გარდა ამისა, გზის გარკვეულ მონაკვეთებთან მოეწყობა უსაფრთხო სავაჭრო სივრცეები, სადაც მიმდებარე სოფლების მცხოვრებლებს საკუთარი პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობა ექნებათ.

„დასავლეთი-აღმოსავლეთის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ადამიანებს აღარ მოუწევთ ხაშურის გავლა. ხაშურელებისთვის, პირველ რიგში, ეს არის უსაფრთხოება. ეს იყო კატასტროფული მოძრაობა ხაშურში, საცობებს თავი რომ დავანებოთ, უმნიშვნელოვანესია, ეკოლოგიაც. წელს ჩვენ უკვე გავხსენით ქუთაისის შემოვლითი გზის 19-კილომეტრიანი მონაკვეთი, ისევე, როგორც ჯაპანა-ლანჩხუთის 12-კილომეტრიანი მონაკვეთი. წელს, საბოლოო ჯამში, 70-კილომეტრი გაიხსნება და ეს არის ყველაზე მასშტაბური სამუშაოები, რაც აქამდე ყოფილა აღმოსავლეთ-დასავლეთის მონაკვეთზე.

როგორც კი რიკოთი დასრულდება, იქნება სულ სხვა მობილობა, ეს იქნება ხარისხობრივად ეკონომიკური სულ სხვა შესაძლებლობების ქვეყანა. ასევე, მიმდინარეობს ბათუმის შემოვლით გზაზე მუშაობა და 2022 წლისთვის ჩვენ სხვა ქვეყანაში ვიცხოვრებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

ხაშურის შემოვლითი გზის 13-კილომრტრიანი მონაკვეთიდან 11.5 კილომეტრზე ექსპლუატაციაში შევიდა 4-ზოლიანი გზა, ხოლო დარჩენილი 1.5 კილომეტრზე ავტოტრანსპორტი დროებით იმოძრავებს 2-ზოლიან გზაზე. ამ მონაკვეთზე დამატებითი 2 ზოლის მშენებლობა ოქტომბერში დასრულდება და ხაშურის შემოვლითი გზის 13 კილომეტრი 4-ზოლიანი იქნება.

ხაშურის შემოვლითი გზა აგარა-ზემო ოსიაურის ბოლო მონაკვეთზე იწყება და არსებულ გზას სურამში მოწყობილ ახალ კვანძთან უერთდება. ამ მონაკვეთზე აშენდა 420-მეტრიანი ხიდი, რომელსაც საქართველოში ყველაზე მაღალი ბურჯები აქვს.

პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ფინანსური მხარდაჭერით და ევროკავშირის ფინანსური გარანტიით განხორციელდა და 133 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერის წილი 50 მილიონი ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]