weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რთველის პერიოდში ღვინის ეროვნული სააგენტო 120 სტუდენტს დაასაქმებს

18:29 ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2020
არქივის ფოტო არქივის ფოტო

ღვინის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ 2020 წლის რთველის პერიოდში კახეთის რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებს ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს და მათი ანაზღაურება თვეში 900 ლარამდე იქნება.

სააგენტოს ინფორმაციით, 120 სტუდენტი, კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო სასწავლებლებში ჩატარებული გასაუბრებების შედეგად შეარჩიეს და რთველის აღრიცხვის პროგრამის ტრენინგები რთველის საკოორდინაციო შტაბში ჩაუტარეს.

„რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული ინფორმაციის და ზუსტი მონაცემების შეგროვებას. აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს ყურძნის ჩაბარების პროცესის გამჭვირვალობას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია. შერჩეული ახალგაზრდების ნაწილს, ანალოგიური სამუშაო გამოცდილება გასული წლების რთველიდან უკვე აქვს. სტუდენტები, ღვინის საწარმოებში, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად განაწილდებიან“, - აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტო.

27 აგვისტოს მონაცემებით, კახეთში გადამუშავებულია 350 ტონა, ძირითადად საადრეო ჯიშის ყურძენი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონამდეა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]