weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა აქცია გამართეს

16:11 შაბათი, 29 აგვისტო 2020
ფოტო: Tamaz Bakuridze / Facebook ფოტო: Tamaz Bakuridze / Facebook

ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა „ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან ბანკებთან შუამდგომლობა მოითხოვეს. აქციის მონაწილეების თქმით, წლევანდელი სეზონი ჩავარდა, რის გამოც სესხებს ვეღარ იხდიან. სასტუმროს მფლობელები საბანკო ვალდებულებების შეჩერებას ითხოვენ.

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელიც აციაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ სასტრუმროს მეპატრონეების მოთხოვნა სამართლიანია.

„ჯერ კიდევ შარშან, ე.წ. გავრილოვის ღამემ ამ ხალხს ტურისტული სეზონი ჩაუგდო, წელს კი პანდემიისა და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, უცხოეთიდან ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა. ეს ადამიანები, რეალურად, მხოლოდ საკუთარ ბიზნესს კი არა, საცხოვრებელ სახლს კარგავენ და რჩებიან შემოსავლის გარეშე. როცა ეს მასიურად ხდება, ხელისუფლებამ არ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა? აქ არავინ ითხოვს, რომ ყველა დავალიანება მოიხსნას და ამ ხალხმა არაფერი გადაიხადოს“, – თქვა ბაკურიძემ აჭარის ტელევიზიასთან.

სასტუმროების მეპატრონეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე შეხვდა და განაცხადა, რომ სახელმწიფო „ასეთ რთულ ვითარებაში არავის მიატოვებს“. ფუტკარაძის თქმით, სესხების საკითხზე ბანკების ნაწილთან შეხვედრა სამშაბათს აქვს დაგეგმილი.

„ყველანაირად გვერდში დაგიდგებით. ყველა დონეზე ინფორმირებულია და ჩართულია როგორც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ასევე აჭარის მთავრობა და ცენტრალური ხელისუფლება. მიდის სხვადასხვა საკითხებზე მსჯელობა. მე ბანკების დამცველი არ ვარ, მაგრამ თანამდებობრივად, ბანკები ჩემთვის ისევე მნიშვენელოვანია და ისევე დავიცავ მათ ინტერესებს, როგორც თქვენსას. თქვენი და ბანკების ინტერესი მაქისმალურად იქნება დაცული და დაბალანსებული. ჩვენ გვაქვს რამდენიმე შეთავაზება ბანკებთან და ვიცი, რომ მათაც აქვთ. დაახლოებით იქით კვირის ბოლოს, განახლებულ ინფორმაციას მოგაწვდით“, – უთხრა აქციის მონაწილეებს ჯაბა ფუტკარაძემ.

სასტუმროების მფლობელები აცხადებენ, რომ ხელისუფლებისგან პასუხს 10 სექტემბრამდე დაელოდებიან და იმ შემთხვევაში, თუ ბანკებთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, საპროტესტო გამოსვლებს გააგრძელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]