„დღეს დილით გამოქვეყნდა ივლისის ეკონომიკური მაჩვენებლები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ განწყობას, რომ საქართველოს ეკონომიკა გაჯანსაღების გზაზე დგას. ივლისში ჯერ კიდევ გვაქვს ვარდნა იმიტომ, რომ წლევანდელი წელი ვერ იქნება პოზიტიური, მაგრამ ეს არის 5.5%, რაც სამჯერ უფრო ნელი ვარდნის მაჩვენებელია, ვიდრე თუნდაც აპრილში იყო“, – განაცხადა თურნავამ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.5% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.8%-ია. ივლისში კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა დარგში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა.
„საქსტატის“ თანახმად, აპრილში ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა, მაისში 13.5%-ით, ხოლო ივლისში 7.7%-ით.