weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვილა მთაში - დაისვენე ოთხივე სეზონზე

11:01 ოთხშაბათი, 02 სექტემბერი 2020

არა აქვს მნიშვნელობა წელიწადის რომელ დროს და როგორ თავგადასავალს ეძებთ, „ვილა მთაში“ ყოველთვის გელით ბაკურიანში და ოთხივე სეზონზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გთავაზობთ. სასტუმრო 11 ე.წ. „ლაქშერი“ ტიპის კოტეჯისგან შედგება, სადაც შესაძლებელია, როგორც მეგობრებთან ერთად აქტიური დასვენება და გართობა, ისე ოჯახთან ერთად მშვიდ გარემოში დროის გატარება.

კოტეჯები 4 წლის წინ აშენდა კომპანია „სტრადიქს ფროფერდიზის“ მიერ. თავიდანვე „ვილა მთაში“ გათვლილი იყო მაღალსეგმენტიან უცხოელ დამსვენებლებზე.

კომპანიის ერთერთი დამფუძნებელი და დირექტორი ზაზა ზედგენიძე ამბობს, რომ წელს პანდემიის პერიოდიდან გამომდინარე საკუთარი სტრატეგიის გადახედვა და უფრო ადგილობრივ დამსვენებელზე მორგება მოუწიათ. თუმცა, ამის მიუხედავად, სასტუმროს მნიშვნელოვნად შეუმცირდა შემოსავალი. თიბისის მხარდაჭერით კი, „ვილა მთაში“ კოტეჯების გარე ინფრასტრუქტურის გაფართოებას და მოწესრიგებას გეგმავს და ზამთრის სეზონისთვის მოემზადება.

„სასტუმროს 80-მდე ადამიანის მიღება შეუძლია, ვაპირებთ, რომ კოტეჯების ეზო უფრო მოვაწესრიგოთ, რათა მეტი კომფორტი შევთავაზოთ დამსვენებელს. ასევე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კოტეჯები არ გავაჩეროთ, ამიტომ მოგვიწია ადგილობრივ დამსვენებელზე მორგება. ზამთრის სეზონისთვის, ვაპირებთ დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას,“ - ამბობს ზაზა ზედგენიძე.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]