კონკურსი, რომელიც ორ ეტაპად ცხადდება, მოიცავს წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციისა და გენგეგმის პროექტის, ასევე მისი ცენტრალური ნაწილის განაშენიანების გეგმის დოკუმენტების მომზადებას.
ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავების საპროექტო მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 922 500 ლარია. წინადადებების მიღება 16 ოქტომბერს დასრულდება. ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფცია შერჩეულმა მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 90 დღის ვადაში უნდა შეიმუშავოს.
„წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავებისას აუცილებელია კომპლექსურად გაანალიზდეს კურორტის მდგრადი განვითარების საჭიროებები და მის საფუძველზე შეიქმნას ჯანსაღი, უსაფრთხო და მოხერხებული გარემოს პირობები, დაიგეგმოს კურორტის უნიკალური ფუნქციურ-გეგმარებითი სტრუქტურის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებები, რომლებმაც უნდა დაიცვას ქალაქი ქაოტური, უმართავი განაშენიანებისგან“, – აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
სამინისტროს განმარტავს, რომ წყალტუბოს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის მოსამზადებელად მათ მიერ 2019 წლის დეკემბერში გამოცხადებული კონკურსი პრეტენდეტის არაკვალიფიციურობის გამო შეწყდა.