weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

„ბათუმი რივიერას“ საქმეზე გაცემული მშენებლობის ნებართვა გაასაჩივრეს

12:08 ოთხშაბათი, 09 სექტემბერი 2020

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით, ბათუმის ისტორიულ ნაწილში ცათამბჯენების მშენებლობასთან დაკავშირებით გაცემული ნებართვა გაასაჩივრა.

საია მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული აქტები არღვევს გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსით, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით, სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

2019 წლის 20 აგვისტოს, ქალაქ ბათუმის საკრებულომ ბათუმის ისტორიულ ნაწილში - იაკობ გოგებაშვილის ქუჩასა და ზღვის სანაპიროს შორის მდებარე პროექტში მითითებულ 9.7 ჰა ტერიტორიაზე, დაამტკიცა განაშენიანების რეგულირების გეგმა. გეგმის მიხედვით, ქალაქის ისტორიულ ნაწილში შესაძლებელი ხდება არაერთი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა. გეგმის ფარგლებში სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გამოსცა ბრძანება V კლასის შენობა-ნაგებობის (ხასიათდება მომეტებული რისკით) „სილქ თაუერის“ და ლაგუნას მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.

საიას განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით შეისწავლეს სამშენებლო დოკუმენტაცია, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ ერთ შემთხვევაში ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მეორე შემთხვევაში კი - სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ პროცესი წარმართულია კანონმდებლობის უხეში დარღვევით და გადაწყვეტილებების მიღებისას არ შეფასებულა პროექტის გავლენა გარემოზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობასა და ეკონომიკაზე.

„ასევე შეუსწავლელია პროექტის ურბანული თავსებადობა ქალაქთან, ბულვართან და სანაპირო ზოლთან, წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ფიზიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ გარემოსთან. შესაბამისი უწყებების მხრიდან ამ პროცესში ასევე არ გაანალიზებულა საჯარო და კერძო ინტერესები და საბოლოოდ მიღებულია გადაწყვეტილება, რომელიც უხეშად ლახავს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებს“, – ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საიას ადმინისტრაციულ საჩივარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განიხილავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]