weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

„სპარი“, „ნიკორა“, „კარფური“ და კიდევ 4 სავაჭრო ობიექტი 10 000 ლარით დააჯარიმეს

15:13 პარასკევი, 11 სექტემბერი 2020

ბათუმში კვების, საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები, სუპერმარკეტები და სასტუმროები შეამოწმეს. კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების შეუსრულებლობისთვის 10 დაწესებულება დაჯარიმდა, გარდა ამისა, მუშაობა შეაჩერა 17-მა სარიტუალო დარბაზმა.

შრომის ინსპექციის ინფორმაციით, შემოწმება განხორციელდა რვა საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტში, რომელთაგან მოთხოვნები მხოლოდ ერთმა – „გუდვილმა დააკმაყოფილა“.

მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა შვიდმა ობიექტმა. მათ მიმართ გამოყენებულ იქნა ჯარიმა 10 000 ლარის ოდეონობით. ეს ობიექტებია: „ვილმარტი“, „სპარი“, „ნიკორა“, „ორი ნაბიჯი“, „იალჩინ მარკეტი “, „მაგნიტი“, „კარფური“.

შრომის ინსპექციაში განმარტავენ, რომ არსებული რეგულაციების გაუთვალისწინებლობის გამო, სამი სარიტუალო დარბაზის მფლობელიც დაჯარიმდება.

„საქმიანობა შეაჩერა 17-მა სარიტუალო დარბაზმა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლემის მხრიდან მათზე კონტროლი ხორციელდება. ბათუმში, სამუშაო პროცესში რეკომენდაციების დაცვის შესრულებასთან დაკავშირებით, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებაც.

გაფრთხილების შემდგომ შემოწმდა 28 კვების ობიექტი (რესტორანი), რომლებსაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციები სრულად ჰქონდათ გათვალისწინებული“, – აცხადებს შრომის ინსპექცია.

მათივე ცნობით, შემოწმდა რვა სასტუმრო, რომელთაგან მოთხოვნები ექვსმა დააკმაყოფილა. ეს სასტუმროებია: „აისი“, „ბესტ ვესტერნი“, „მერკური“, „აქვა ჰოტელი“, „შერატონი“, „რედისონი“. მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა ორმა – „სტამბულმა“ და „გალოგრემ“.

მოთხოვნები დააკმაყოფილა ყველა შემოწმებულმა რესტორანმა, ესენია: „შავი ზღვა“, „ბალაგანი“, „ფიშლანდია“, „ფიშპოინტი“, „პორტა ბათუმი“, „ოქროს თევზი“, „მარსელი“, „მაჭახელა“, „სანაპირო“, „ადმირალ ტერასა“, „ლე პორტე“, „ლაით ჰაუსი“, „პონტოსი“, „აჭარა პალასი“, „ბახტრიონი“, „ზაქარა“, „თეთრი ბათუმი“, „მეფაიტონე“, „შერეკილები“, „შუმერული“, „ძველი გემო“, „ხინკლის გემო+“, „ფიროსამანი“, „თავადური“, „საზანდარი“, „ახალი გემი“, „ვივა ლათინო“, „ნეო კა“.

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით შემუშავებული რეკომენდაციების დარღვევისთვის იურიდიული პირისთვის განსაზღვრული სანქციის ოდენობა 10 ათასი ლარია, ხოლო ფიზიკური პირისთვის - 2 ათასი ლარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]