weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

Wizz Air-ის ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მივიღებთ – თურნავა

12:17 ხუთშაბათი, 17 სექტემბერი 2020

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის Wizz Air-ის („ვიზეარი“) რეგულარული ფრენების ეტაპობრივად აღდგენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში იქნება მიღებული.

თურნავას განცხადებით, საქართველო ადაპტაციის ეტაპზე გადავიდა, რაც პანდემიასთან ერთად ცხოვრებას ნიშნავს.

„ჩვენი ეკონომიკა იმუშავებს პანდემიის მიუხედავად, პარალელურად და ეს, რა თქმა უნდა, ნიშნავს საზღვრების უფრო მეტ გახსნილობას. ჩვენ ახლა უფრო აქტიურად ვიყენებთ PCR ტესტების მიდგომას, ვიდრე კარანტინის.

მწვანე ქვეყნებიდან ჩამოსული უცხოელი ვიზიტორები სავალდებულოდ წარადგენენ PCR ტესტებს. ეს, ერთი მხრივ, ამცირებს ჩვენი მოსახლეობის იმპორტირებული ინფიცირების შემთხვევების რისკებს. დღესდღეობით პრაქტიკულად მინიმუმამდე გვყავს დაყვანილი იმპორტირებული შემთხვევები, მაგრამ ასევე ეტაპობრივად ვცდით ფრენებს.

მაგალითად, სექტემბერში 90-ზე მეტი ფრენაა დაგეგმილი. უახლოეს დღეებში ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას „ვიზეარის“ რეგულარული ფრენების, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილად და ეტაპობრივად აღდგენასთან დაკავშირებით გარკვეული უსაფრთხო მიმართულებებით. ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ, როდესაც გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ძალიან აქტიური მოლაპარაკება მიმდინარეობს ავიაკომპანია Ryanair-თანაც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]