weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მთელი ქვეყნის მასშტაბით მკაცრი შეზღუდვების გამოცხადებას არ ვაპირებთ – მეზვრიშვილი

18:36 სამშაბათი, 22 სექტემბერი 2020

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების დინამიკის მიუხედავად, ეკონომიკა ვერ ჩაიკეტება, რადგან ეს მოქალაქეებს დააზარალებს.

მეზვრიშვილის თქმით, ცალკეულ შემთხვევაში გამოყენებული იქნება მიზნობრივი, ლოკალური შეზღუდვები კონკრეტულად იმ რეგიონებში, სადაც მსგავსი საჭიროება დადგება და ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია წინასწარ მიეწოდება.

„ინფიცირების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, დღეს ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიტუაცია ჯერ კიდევ ექვემდებარება კონტროლს და მართვადია.

ამისთვის უწყებათაშორისი საბჭო, მთავრობის თითოეული წევრი აკეთებს ყველაფერს. პანიკის საფუძველი არ არსებობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და მკაცრ შეზღუდვებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშიც მეწარმეებს, ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვაპირებთ. მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება იყოს რეგიონებში და ეს ბუნებრივია, დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე ამა თუ იმ რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წერტილოვანი და ლოკალური შეზღუდვები რომ არ გამოვიყენოთ, თითოეულმა მოქალაქემ ზედმიწევნით დაიცვას წესები“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3913 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 1574 პირი გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია 23 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]