weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ტურიზმის სექტორისთვის სესხების რესტრუქტურიზაცია მოხდება – თურნავა

12:29 ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საბანკო სექტორი მზად არის ტურიზმის სექტორისთვის, კერძოდ, სასტუმროების მფლობელებისთვის სესხების რესტრუქტურიზაცია მოახდინოს.

ამ საკითხზე ნათია თურნავამ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ჩვენ პირველივე დღიდან ტურისტულ ბიზნესს, სასტუმროებს ვუდგავართ გვერდში, ძალიან კარგად გვესმის, რომ განსაკუთრებით მცირე, საოჯახო სასტუმროებს უდგას პრობლემა.

ადგილობრივი ტურიზმის გახსნის და დაშვების წყალობით მეტ-ნაკლებად ჩატარდა ზაფხულის სეზონი, ამან გარკვეული შვება მისცა ტურიზმს, მაგრამ ეს ჯერჯერობით არ არის საკმარისი, იმიტომ, რომ პანდემია გრძელდება და ჩვენ გვესმის, რომ მათ აქვთ პრობლემები, განსაკუთრებით რეგიონებიში.

აქედან გამომდინარე, გუშინ მე და ჩემს კოლეგებს გვქონდა ონლაინ-შეხვედრა წამყვან საბანკო დაწესებულებებთან. ვისაუბრეთ შესაძლებლობაზე, რომ მორიგჯერ მოხდეს სესხების რესტრუქტურიზაცია ტურიზმის სექტორისთვის და მცირე სასტუმროებისთვის. მოხარული ვარ, რომ ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა. რა თქმა უნდა, ეს თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით მოხდება (რადგან თითოეულ შემთხვევაში არის სხვადასხვა გარემოება, რომელიც მნიშვნელოვანია ბანკისთვის), მაგრამ მთლიანობაში არის მზადყოფნა იმისა, რომ როდესაც მათ მიმართავენ მცირე საოჯახო, ან საშუალო ზომის სასტუმროები (ზომას ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა), ისინი მზად არიან, კვლავ განიხილონ სესხების რესტრუქტურიზაცია“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, მთავრობა „ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს სასტუმრო ინდუსტრიას და ამჯერადაც არ დატოვებს უყურადღებოდ ახალ პრობლემებს, თუკი ასეთი პრობლემები წარმოიქმნება“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]