weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

თბილისსა და იმერეთში რესტორნების მუშაობა 22:00 საათიდან შეიზღუდება

14:00 ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2020

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან, 16 ოქტომბრიდან, რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22 საათიდან შეიზღუდება“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

გიორგი გახარიას თქმით, ეს გადაწყვეტილება მთავრობას მისცემს შესაძლებლობას კორონავირუსის გავრცელების სისწრაფე შეანელოს.

„თუმცა, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის საკმარისი, ყველას გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ეს პასუხისმგებლობა გადანაწილებულია მთავრობაზე, ხელისუფლებაზე და როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებზე.

ეპიდემიოლოგების უკიდურესი რეკომენდაციაა, რომ პირბადე ვატაროთ ღია სივრცეებშიც.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოქალაქეებს და კერძო ორგანიზაციებს დაიცვან წესები, განსაკუთრებით როდესაც საქმე ეხება სავაჭრო დაწესებულებებს“, – აღნიშნა გახარიამ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 366 თბილისშია, 104 კი იმერეთში.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში 1000-იან ნიშნულს გადავაბიჯებთ“.

გიორგი გახარიას თქმით, მძიმე, სისტემური შეზღუდვები ქვეყანაში არ იგეგმება: „ჩვენი ძირითადი სტრატეგია დღეს არის წერტილოვანი შეზღუდვები, რასაც მივყვებით და ვახორციელებთ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]