weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

გავამხნევეთ პრემიერი და თქვა, საკმაოდ მხნედ ვარო – ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე

00:16 ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2020

„ვისოლ ჯგუფის“ და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში „ლოკდაუნის“ გამოცხადება არ იგეგმება.

„თუ არ ვცდები, სამჯერ ან ოთხჯერ გვთხრა პრემიერმა, რომ ე.წ. ლოკდაუნი არ იქნება და ეს იყო ბიზნესის თხოვნა, რომ ასეთი ჩაკეტვები აღარ მოხდეს. ამას მთავრობა არ აპირებს და პირველი, რაც პრემიერმა გვითხრა, იყო ეს. ამას ვერც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გაუძლებს და ვერც ვხედავთ ამის აუცილებლობას ორი მიზეზის გამო: ჯერ ერთი, საკმარისი გამოცდილებაა დაგროვილი იმისთვის, რომ ამ წერტილოვანი ჩაკეტვებით გადაიჭრას პრობლემა და მეორე – ის პერიოდი და ეს პერიოდი თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან. ახლა ჩაკეტვა რომ მოხდეს, უფრო მეტ ზიანს მიიღებს საზოგადოება და ქვეყანა, ვიდრე სიკეთეს. ამაში ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ. მივიღეთ 100%-იანი დაპირება, რომ სახელმწიფო ამას არ აპირებს“, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

ბიზნესმენის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრი გაამხნევეს.

„განწყობა ნორმალურია, პოზიტიურია. ესეთ შეხვედრებს სიკეთის მეტი არაფერი მოაქვს, მით უმეტეს, როცა ღია საუბარია და გამჭვირვალე. ჩვენ ასევე გავამხნევეთ პრემიერი და როცა ვამხნევებდით, მან თქვა, რომ საკმაოდ მხნედ ვარო. პირდაპირ გვითხრა, გამხნევებული ვარ, კარგად ვარ და ფორმაში ვარო. ეს ძალიან ღირებულია ჩვენთვის, იმიტომ, რომ ჩვენ აბსოლუტურად არაორდინალურ გარემოში გვიწევს ცხოვრება და ამ სიტუაციაში ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს“, – თქვა ფხაკაძემ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

 

ამ თემაზე:

როგორც გავიგეთ, ხელისუფლება აპირებს 200-ლარიანი დახმარების გაგრძელებას – ფხაკაძე

ბიზნესსექტორი საგადასახადო შეღავათების კიდევ 6 თვით გადავადებას ითხოვს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]