weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შეუძლებელია მიმდინარე პოლიტიკური პროცესი ლარის კურსზე არ ასახულიყო – ფინანსთა მინისტრი

15:43 ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2020

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ხსნის ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესით, რომელიც, მისი თქმით, რადიკალიზმით ხასიათდება. როგორც მაჭავარიანი ამბობს, ლარის გაუფასურებისთვის სხვა ობიექტური პირობა ამ მომენტისთვის არ არსებობს.

„ის პოლიტიკური პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს და რომელიც უკიდურესი რადიკალიზმით ხასიათდება, შეუძლებელია არ ასახულიყო ლარის კურსზე. ამ მომენტისთვის არანაირი ობიექტური პირობა იმისი, რა მერყეობასაც ახლა ვხედავთ, არ არის. ერთმნიშვნელოვნად, ეს არის იმ მოლოდინებით გამოწვეული, რომელიც დაკავშირებულია იმ რადიკალიზმთან და იმ პოლიტიკურ დაძაბულობასთან, რომელიც დღეს ქვეყანაშია“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, დღეს ერთი აშშ დოლარი 3.3409 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევრო – 3.9042 ლარი. ორი დღის წინ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2438 ლარი იყო, ხოლო ევროსი – 3.7761.

რაც შეეხება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ კენჭისყრა გაყალბდა. ისინი აცხადებენ, რომ „არალეგიტიმურად არჩეულ“ პარლამენტში არ შევლენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ოპოზიცია თბილისში მასშტაბური აქციის გამართვას 8 ნოემბერს გეგმავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]