weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მოსალოდნელია, რომ ტურიზმი 2019 წლის მაჩვენებელს 2024 წლისთვის დაუბრუნდება

23:03 ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2020

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) თანახმად, მოსალოდნელია, რომ საქართველოში „ტურიზმის შოკი“ ხანგრძლივი იქნება და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2019 წლის მაჩვენებელს მხოლოდ 2024 წლისთვის დაუბრუნდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საქართველოს ეკონომიკაზე. შოკის შედეგად 2020 წელს მოსალოდნელია რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-იანი კლება. წლის ბოლოსთვის ინფლაცია 3.5%-ზე არის პროგნოზირებული.

„საგარეო პოზიცია გაუარესებულია, რადგან ტურიზმიდან შემოსავლები, ფაქტობრივად, გაქრა“, – აცხადებს ფონდი.

2021 წელს, პანდემიის ეფექტის გალევის ფონზე, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა განახლდება და 4.3%-ს მიაღწევს.

„თუმცა ამ პროგნოზს მნიშვნელოვანი დაღმავალი რისკები ახლავს. მსოფლიოს ეკონომიკის პერსპექტივის“ (WEO) ოქტომბრის ანგარიშში გაჟღერებული 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის (5 პროცენტი) გადახედვა გამოწვეულია იმ გაურკვევლობით, რაც დაკავშირებულია რეგიონში მიმდინარე კონფლიქტთან და საქართველოში ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან. ინფლაცია სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს 2021 წლის ბოლოს მიუახლოვდება“, –აცხადებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]