weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

FAO შიდა ქართლში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ქალებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს

14:57 პარასკევი, 20 ნოემბერი 2020

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), სოფლად მცხოვრები ქალების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, აცხადებს საგრანტო კონკურსს სასოფლო-სამეურნეო შრომის დამზოგველი მოწყობილობების ან დანადგარების შეძენაზე.

საგრანტო კონკურსის მიზანია, იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლის ფარგლებშიც ატენის, ფლევის, ტვიშისა და სორის თემებში მცხოვრები ქალებისთვის, შეძენილი იქნება მოწყობილობები ან დანადგარები რომლებიც გამოიყენება:

  • მიწის მომზადების/დამუშავების პროცესში (მაგალითად, დარგვა და გამარგვლა), მოსავლის აღებაში ან მოსავლის აღების შემდგომ საქმიანობებში;
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავებაში;

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ატენის, ფლევის, ტვიშის და სორის თემებში მცხოვრებ ქალებს, რომლებიც მიეკუთვნებიან ქვემოთ ჩამოთვლილი ჯგუფებიდან რომელიმეს:

  • მარტოხელა მშობლები (1, ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილით);
  • მრავალშვილიანი დედები (3, ან მეტი 18 წლამდე ასაკის შვილით);
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები;
  • ქალები, რომელიც ცხოვრობენ ავადმყოფ და/ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირ(ებ)თან ერთად.

საგრანტო კონკურსი „სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების“ პროექტის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

„ადგილობრივ დონეზე, სამიზნე თემებში შექმნილი ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფებში ჩართულმა ქალებმა თავად გამოკვეთეს მათი და თემში მცხოვრები ქალების საჭიროებები. შესაბამისად, კონკურსში მაქსიმალურადაა გათვალისწინებული მათი სურვილები“, – განაცხადა პროექტის სპეციალისტმა სალომე ქინქლაძემ.

კონკურსის განაცხადის ბეჭდური და ელექტრონული ვერსიები ხელმისაწვდომი იქნება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში (ხაშური, გორი, ონი და ცაგერი) და თემის ადმინისტრაციულ ცენტრებში. ასევე, ადგილობრივ საინიციატივო ჯგუფების საკონტაქტო პირებთან და პროექტის რეგიონალურ კოორდინატორებთან.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 7 დეკემბერი. შევსებული განაცხადი უნდა წარედგინოს ადგილობრივი საინიციატივო ჯგუფების საკონტაქტო პირს სამიზნე თემებში, ან პროექტის ადგილობრივ, რეგიონალურ კოორდინატორებს. განაცხადი შესაძლებელია გადაიგზავნოს ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]