weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ნათია თუნავას თქმით, მთავრობა ახალ საკომპენსაციო პაკეტზე მუშაობს

15:13 ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვების პარალელურად მუშაობს საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც მოქალაქეებისკენ და ასევე, იმ დარგებისკენ იქნება მიმართული, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ.

„ჩვენ ეს დღეები პრემიერ-მინისტრთან ერთად ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, ერთი მხრივ, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, წერტილოვანი შეზღუდვებზე - გვინდა იყოს დაბალანსებული და ამავდროულად, გვინდა, რომ გადავტეხოთ ის უარყოფითი ტენდენცია, რაც გვაქვს ინფიცირებულთა ზრდის თვალსაზრისით, მაგრამ პარალელურად, ვეძებთ ისეთ გზებს, რომ ბიზნესი ძალიან არ დავაზარალოთ და შევინარჩუნოთ მათი გაჯანსაღების ტენდენცია.

ასევე პარალელურ რეჟიმში, ჩვენ ვმუშაობთ საკომპენსაციო პაკეტზე, რომელიც, ერთი მხრივ, იქნება მოქალაქეებისკენ მიმართული და მეორე მხრივ, იმ დარგებისკენ, რომელზეც წერტილოვანი შეზღუდვები მოგვიწევს“, – აღნიშნა თურნავამ.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, მთავრობა, პანდემიის მეორე ტალღისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მოქალაქეების სოციალური დახმარებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის ღონისძიებების პაკეტზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობას განაგრძობს. აღნიშნულ საკითხზე დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ჯანდაცვის მინისტრთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ადმინისტრაციის ცნობით, მხარდაჭერის ღონისძიებებისა და მოქალაქეების მიზნობრივი სოციალური დახმარებების პაკეტის შესახებ მალე გახდება ცნობილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]