weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

200-ლარიანი დახმარება შესაძლოა მიიღოს ყველამ, ვინც წელს ერთი თვე მაინც იყო დასაქმებული

17:03 ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2020

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2021 წლის იანვრიდან ექვსი თვის განმავლობაში 200-ლარიანი დახმარების გაცემის კრიტერიუმებზე მსჯელობა მიმდინარეობს. მაჭავარიანის თქმით, საწყისი კრიტერიუმია, რომ ეს დახმარება მიიღოს ყველამ, ვინც 2020 წელს ერთი თვით მაინც იყო ოფიციალურად დასაქმებული.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ ყველა ადამიანი, რომელმაც კორონავირუსის პანდემიით შექმნილი კრიზისის გამო სამსახური დაკარგა, იანვრიდან ექვსი თვის განმავლობაში ყოველთვე სახელმწიფოსგან 200-ლარიან დახმარებას მიიღებს. გახარიას თქმით, პირველი ტალღის პირობებში ამ დახმარებით 125 000-მა ადამიანმა ისარგებლა. 

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, 28 ნოემბრიდან 31 იანვრის ჩათვლით საქართველოში რიგი შეზღუდვები იმოქმედებს. მათ შორის, იზღუდება მგზავრების რეგულარული საქალაქთაშორისო გადაყვანა რკინიგზით, ავტობუსით, სამარშრუტო ტაქსით. მსუბუქ ავტომობილებზე (მათ შორის ტაქსებზე) ეს შეზღუდვა არ ვრცელდება; რესტორნები და კვების ობიექტები მთლიანად გადადიან გატანის სერვისზე. დიდ ქალაქებში იხურება სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა). სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე. შეზღუდვები 24 დეკემბრის და 2 იანვრის შუალედში შემსუბუქდება, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ამუშავდება სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები, აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]