weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სოფელ კარალეთში სეტყვისგან დამცავი ბადეები მოეწყო

21:40 შაბათი, 12 აგვისტო 2017

„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის“ ბენეფიციარმა გიორგი ხოჯევანიშვილმა შიდა ქართლის რეგიონში, გორის რაიონის სოფელ კარალეთში, 3.5 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღისთვის, სეტყვისგან დამცავი ბადეების შესაძენად, 35 900 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო.

„აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამას“სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო„სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომის და მოქნილობის პროექტის“ (AMMAR) მხარდაჭერით ახორციელებს.

პროგრამას სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD) და გლობალური გარემოს დაცვის ფონდი (GEF) აფინანსებს.

პროგრამით გათვალისწინებული სააგენტოს თანადაფინანსება შეადგენს წარმოდგენილი პროექტის ჯამური ღირებულების - 40% -ს, ხოლო ბენეფიციარის თანამონაწილეობა - 60% -ს.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარებისთვის თანადაფინანსება გაიცემა ორი კომპონენტის მიმართულებით: 1/. პირველადი წარმოების კომპონენტი - ინდივიდუალური ფერმერების, საქართველოში რეგისტრირებული კომერციული იურიდიული პირების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება. 2/. გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი - მოქმედი გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]