weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მოსახლეობისთვის გაზის ტარიფი არ გადაიხედება – ეკონომიკის მინისტრი

13:33 ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მოსახლეობისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის ფასი არ გადაიხედება. რაც შეეხება კომერციული მომხმარებლისთვის გაზის გაძვირებას, თურნავას თქმით, სამინისტრო შეხვდება კომპანია „თბილისი ენერჯის“ და გაარკვევს, რამენად დასაბუთებულია მათი ეს გადაწყვეტილება.

„პანდემიიდან გამომდინარე მართლაც ბევრი სირთულისა და გამოწვევის წინაშე დადგა მთლიანად საქართველოს ეკონომიკა და ქართული ბიზნესი. ენერგეტიკული კომპანიებიც არ არიან გამონაკლისი და მათაც საკმაოდ სერიოზული სირთულეები აქვთ.

მინდა განვმარტო, რომ მოსახლეობის მიმართულებით გაზის გაძვირებას არ ველოდებით და ტარიფი გაზზე არ გადაიხედება. რაც შეეხება კომერციულ ფასს, თუ როგორ გაყიდის „თბილისი ენერჯი“, რომელიც თბილისის გაზმომარაგებით არის დაკავებული, ეს არ არის რეგულირებადი ტარიფი, ეს მათი ბინესის ნაწილია. თუმცა, ჩვენ აუცილებლად გვექნება მათთან კომუნიკაცია ამ დაანონსებულ ცვლილებასთან დაკავშირებით, მართლაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ მათ. ეს არის თბილისის უწყვეტი მომარაგება უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ბუნებრივი აირით და აუცილებლად შევხვდებით, დაველაპარაკებით, გავერკვევით რამენად დასაბუთებულია მათი გეგმები და რამდენად ეყრდნობა რეალურ გარემოებებს, რამდენად ამოწურა კომპანიამ შიდა რესურსი და რამდენად აუცილებელია ახლა, საკმაოდ რთულ ვითარებაში კომერციული გაზის ფასების გადახედვა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შპს „თბილისი ენერჯი“ კომერციული მომხმარებლისთვის, გარდა პურის საწარმოებისა, 2021 წლის 3 იანვრიდან ბუნებრივი აირის ღირებულებას ზრდის. კომპანიის ინფორმაციით, 1 კუბური მეტრი გაზის ფასი 24 თეთრით გაძვირდება და 1.10 ლარი გახდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]