weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თურქეთიდან ჩინეთში მიმავალი პირველი სატვირთო მატარებელი ახალქალაქს გაივლის

10:35 ორშაბათი, 07 დეკემბერი 2020

პირველი მატარებელი, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით ტვირთს ჩინეთში ჩაიტანს, თურქეთიდან 4 დეკემბერს დაიძრა. კვირას მატარებელი ქოჯაელის პროვინციაში შევიდა და როგორც თურქული მედია იტყობინება, გეგმის მიხედვით, ქვეყანას ხვალ, 8 დეკემბერს დატოვებს.

დედაქალაქ ანკარას, სივასის პროვინციისა და ყარსის გავლის შემდეგ მატარებელი საქართველოში შემოვა და ახალქალქის სადგურზე გაჩერდება, შემდეგ კი აზერბაიჯანისა და ყაზახეთის გავლით ჩინეთში ჩავა. თურქული მედიის ცნობით, მატარებელმა 8693 კილომეტრი უნდა გაიაროს (აქედან 220 საქართველოში) და ჩინეთში 12 დღეში ჩავიდეს.  

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომლის მშენებლობაც 2008 წელს დაიწყო, ოფიციალურად 2017 წლის 30 ოქტომბერს, ბაქოში გაიხსნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]