weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქართული თხილი ყველაზე დიდი რაოდენობით გერმანიასა და იტალიაშია ექსპორტირებული

21:53 ორშაბათი, 07 დეკემბერი 2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი აგვისტოდან 6 დეკემბრამდე პერიოდში საქართველოდან 12 167 ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 63.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ოფიციალური მონაცემებით, ქართული თხილის ექსპორტიორი ქვეყნების პირველ ხუთეულში არიან: გერმანია (3530 ტონა), იტალია (2581 ტონა), სომხეთი (680 ტონა), ჩეხეთში (594 ტონა), რუსეთი (540 ტონა).

თხილი ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებშიც, როგორებიცაა: ჩეხეთი, ლიეტუვა, პოლონეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, ავსტრია, ბრაზილია, ალჟირი, კანადა, საუდის არაბეთი, მექსიკა, სირია, შვეიცარია და სხვა.

„ოთხ თვეში განხორციელებული თხილის ექსპორტის მოცულობა 3472 ტონით (40%) აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 20.2 მლნ აშშ დოლარით (47%) გაიზარდა. ამავე პერიოდში, თხილის საექსპორტო ფასი 5%-ით გაიზარდა“, – აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]