weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა პასუხისმგებლობას იღებენ სავაჭრო ქსელები – თურნავა

13:10 ოთხშაბათი, 16 დეკემბერი 2020

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ 24 დეკემბრიდან ვაჭრობის სექტორის მოსალოდნელ გახსნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მინისტრის თქმით, ამ საკითხზე სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

როგორც ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, წერტილოვანი შეზღუდვების შედეგად, ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის „პირველი, მოკრძალებული ნიშნებია, რომელსაც ძალიან უფრთხილდებიან“.

„ჩვენ მართლაც არ გვეთმობა ეს მონაპოვარი, აქედან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ამ დღეებში მე მექნება შეხვედრა არასასურსათო ვაჭრობის ობიექტებთან, ვისაუბრებთ მათთან ძალიან სერიოზულად, რა გარანტიები არსებობს მათი მხრიდან და რა მოსაზრებები, როგორ უნდა მართონ რიგები, როგორ არ უნდა დაუშვან აჟოიოტაჟური მოხმარება, რომ წყალში არ ჩაგვეყაროს ის მონაპოვარი, რაც ამ დღეებში ყველამ ერთად მოვიტანეთ ჩვენი ერთობლივი შრომით და შეზღუდვების შედეგად.

ბევრი ქვეყანა ამ საახალწლო პერიოდში საკმაოდ მკაცრ შეზღუდვებს აწესებს და მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ეს ახალი წელი არ არის ჩვეულებრივი ახალი წელი. ის დადგება იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი გარდაცვლილია ვირუსის შედეგად.

აქედან გამომდინარე, გამართლებულია უფრო მკაცრი შეზღუდვებიც, თუმცა ჩვენ შეზღუდვის ასეთ მოდელს არ განვიხილავთ. ჩვენ კვლავაც ვსაუბრობთ წერტილოვან შეზღუდვებზე და იმედი გაქვს, რომ გავალთ ფონს და დაბალანსებულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ძალიან მნიშვნელოვანია დავინახოთ, რა პასუხისმგებლობას იღებენ სავაჭრო ქსელები, თუკი მოხდა გახსნა 24 დეკემბერს, როგორ იქნება მართული ადამიანების ნაკადი როგორც სავაჭრო წერტილების და სავაჭრო მოლების ტერიტორიაზე, ისე გარეთ“, – განაცხადა თურნავამ.

28 ნოემბრიდან ქვეყანაში რიგი შეზღუდვები ამოქმედდა, მათ შორის, დიდ ქალაქებში არსებული სავაჭრო ცენტრები დაიხურა და მათ მხოლოდ დისტანციურად მუშაობის უფლება აქვთ. მთავრობა შეზღუდვების ამოქმედებამდე აცხადებდა, რომ 24 დეკემბერიდან 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]