weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სასტუმროებს შევახსენებ, რომ იკრძალება ღონისძიებები მაყურებლის დასწრებით – თურნავა

12:10 ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2020

„ახალი წელი ვიზეიმოთ სახლებში, მოკრძალებულად და ნუ დავარღვევთ დაწესებულ შეზღუდვებს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

„ყველას შევახენებ, განსაკუთრებით სასტუმროებს ეხება ეს, არსებობს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვები - ეს არის იზოლაციისა და კარანტინის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმადაც, მკაცრად იკრძალება კულტურული ღონისძიებები მაყურებლის დასწრებით. აქედან გამომდინარე, ყველა სასტუმროს, ვინც საახალწლოდ ელოდება სტუმრებს, შევახსენებ, რომ ეს შეზღუდვა დაწესებულია, მისი მკაცრად დაცვა მოგვიწევს და რა თქმა უნდა, ზედმეტია იმაზე საუბარი რომ ეს ახალი წელი განსხვავებულია. ეს ახალი წელი შედგება იმ ფონზე, როდესაც ყოველდღიური სიკვდილიანობა ჯერჯერობით საკმაოდ მაღალი გვაქვს. მართალია, მოკრძალებული დადებითი ტენდენციები ვაქვს წერტილოვანი შეზღუდვის ღინისძიებების კვალობაზე, ჩვენ ძალიან ვუფრთხილდებით ამ პირველ ზომიერ ოპტიმისტურ ნიშნებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შესაბამისი გაფრთხილება სასტუმროებს უკვე გაუგზავნა. ნათია თურნავა სასტუმროებს მოუწოდებს, ყურადღებით მოეკიდონ ამ საკითხს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]