weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

15 დეკემბრიდან მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით ფრენები შეჩერებულია

14:03 პარასკევი, 18 დეკემბერი 2020

ნატახტრის აეროპორტიდან მესტიის და ამბროლაურის მიმართულებით ფრენები 15 დეკემბრიდან შეჩერებულია. როგორც „რეგინფოს“ ავიაკომპანია Vanilla Sky Georgia-ში განუცხადეს, ავიამიმოსვლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მგზავრების არყოლის გამო მიიღეს.

გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია ზამთრის სეზონზე ავიარეისების დამატებასაც გეგმავდა, თუმცა მოუხდათ როგორც მგზავრობაზე, ისე სასტუმროებზე გაკეთებული ჯავშნების გაუქმება.

„ფრენები შეწყვეტილია პანდემიასთან დაკავშირებით – სამთო კურორტზე დაკეტილია ტრასები, გაჩერებულია საბაგიროები და დახურულია სასტუმროები, მგზავრები არ გვყავს. ამ სეზონზე იყო საკმაოდ დიდი მოთხოვნა, რადგან ქართველებს სურთ, თავიანთ ტერიტორიაზე დაისვენონ.

როგორც ზაფხულში, ბათუმზე იყო მოთხოვნა და დღეში ერთი რეისის ნაცვლად ორსაც კი ვნიშნავდით, იგივე იგეგმებოდა ამ ზამთრის პერიოდში.
ფრენები 15 რიცხვიდან არის შეჩერებული და ზუსტად ვერ გეტყვით, როდის აღდგება. ამაზე ჯერ არ არის გადაწყვეტილება მიღებული“,
– აცხადებენ ავიაკომპანიაში.

Vanilla Sky Georgia, ამბროლაურისა და მესტიის გარდა, ფრენებს არ ახორციელებს ნატახტარი-ქუთაისის მიმართულებაზეც. კომპანიის ინფორმაციით, ქუთაისის მიმართულებით ფრენები პანდემიის დაწყებისთანავე შეჩერდა და არ განახლებულა.

მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწვეტილებით, ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, სათხილამურო კურორტებზე – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში – 28 ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე შეჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება, სასტუმროების მუშაობა კი დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]