weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფოთის პორტში 14 000 ტონა ამერიკული ხორბალი შემოვიდა

17:27 სამშაბათი, 22 დეკემბერი 2020

საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებით, ფოთის პორტში Ocean Grand გემით 14 000 ტონა მაღალი ხარისხის ამერიკული ხორბალი შემოვიდა, რაც აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის „საკვები პროგრესისთვის“ პროგრამის ნაწილია.

როგორც საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი, ეს ტვირთი პირველია სამი გზავნილიდან, რაც მომდევნო თვის განმავლობაში ჩამოვა და ხელმისაწვდომი იქნება კერძო სექტორის მიერ ქართულ ბაზარზე გასაყიდად.

„გაყიდვებიდან შემოსულ თანხას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი ინვესტიციის სახით სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამაში ჩადებს, რათა გაუმჯობესდეს საქართველოს ფერმერებისა და მწარმოებლების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. ამასთანავე, გაუმჯობესდეს საკვების უსაფრთხოება და ხარისხი საქართველოს რძის პროდუქტისა და საქონლის ხორცის წარმოებაში“, – აცხადებს საქართველოში აშშ-ის საელჩო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]