weather cur horoscope tv
ნოემბერი 27, 2022

„ლილო მოლი“ მთავრობისგან 26 და 27 დეკემბერს მუშაობის ნებართვას ითხოვს

09:15 ხუთშაბათი, 24 დეკემბერი 2020

„ლილო მოლი“ მთავრობას მიმართავს და ითხოვს, რომ ბაზრობაზე დასაქმებულ ადამიანებს 26 და 27 დეკემბერს საქონლის გაყიდვის უფლება მიეცეთ. როგორც სავაჭრო ობიექტის ადმინისტრაცია განმარტავს, იმ მოლოდინით, რომ 24 დეკემბერს შეზღუდვები მოიხსნებოდა, მეწარმეებმა ასობით მილიონი ლარის ღირებულების ზამთრის სეზონის საქონელი და საახალწლო პროდუქცია შემოიტანეს.

„მიუხედავად იმისა, რომ წინასაახალწლო ერთი კვირა არ იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რომ ბიზნესს მიეღო ამ პერიოდისათვის ჩვეული მოგება, ეს იქნებოდა იმ აუცილებელი ჟანგბადის მიწოდება ყოველი კონკრეტული მეწარმისათვის, რაც მომავალი წლის პირველი ურთულესი თვეების განმავლობაში მისცემდა სრული განადგურებისგან დაცვისა და გადარჩენის საშუალებას.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებამ, რომელიც ჩვენთვის არის აუხსნელი და გაუგებარი, გამოავლინა დისკრიმინაციული ხასიათი ამ სექტორში დასაქმებულ მეწარმეთა ერთი ნაწილის ათასობით სუბიექტის მიმართ, რომლებიც დადგნენ იმ საშიშროების წინაშე, რომ მათ მიერ შემოტანილი საქონელი საერთოდ გაუყიდავი დარჩეს ფაქტობრივად ერთი წლის მანძილზე, რაც შესაძლებელია მათი საქმიანობის დასასრულის წინაპირობად იქცეს.

ჩვენ გამოვხატავთ შეშფოთებას აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ უკან მდგომი მეწარმეების სამომავლო მდგომარეობის თაობაზე და თხოვნით მივმართავთ საკოორდინაციო საბჭოს, ეპიდსაწინააღმდეგო სფეროში საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციების სრული დაცვის პირობებში, უახლოეს შაბათ-კვირას, 26 და 27 დეკემბერს, მხოლოდ ორი დღით მოიხსნას ჩვენთვის დაწესებული შეზღუდვები, მოგვეცეს სავაჭრო ცენტრის გახსნის ნებართვა, რა დროსაც მეწარმეებს მიეცემათ საქონლის ამოყიდვის საშუალება თუნდაც მინიმალური ოდენობით“, – ნათქვამია „ლილო მოლის“ ადმინისტრაციის განცხადებაში.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვტილებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება სრული მოცულობით არ განხორციელდა. დღეიდან 2 იანვრის ჩათვლით ვაჭრობის განახლების უფლება მიეცათ მხოლოდ სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებს, თუმცა მათ გარკვეული რეგულაციების დაცვით მოუწევთ მუშაობა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]