weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საახალწლო ღონისძიებებისთვის თბილისის მერიას 400 000 ლარი გამოეყოფა – თურნავა

16:28 პარასკევი, 25 დეკემბერი 2020

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, თბილისის მერიას 400 000 ლარი გამოეყოფა, რათა საახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე ჩართოს. ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„როგორც იცით, პანდემიამდე მუსიკოსები და კულტურის მოღვაწეები ყოველთვის ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები საახალწლო და საკონცერტო ღონისძიებებში, რომლებიც იმართებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. ახლა ისინი მოკლებულები არიან ასეთ შესაძლებლობას, ვინაიდან არსებული შეზღუდვები კრძალავს რესტორნების ფუნქციონირებას. ასევე მკაცრად ავუკრძალეთ სასტუმროებს საახალწლო საკონცერტო ღონისძიებების გამართვა. შესაბამისად, თბილისის მერიას გამოეყოფა ასიგნება 400 000 ლარი, რათა მათ ჩართონ საკუთარ საახალწლო ღონისძიებებში რაც შეიძლება მეტი კულტურის მოღვაწე და მუსიკოსები, ვინც ამ შესაძლებლობას მოკლებულია“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისში საახალწლო ღონისძიებები განსხვავებულ ფორმატში გაიმართება. მაღალი რისკის გამო, წელს საახალწლო სოფელი არ გაისხნება, აღნიშნული თანხა კი დედაქალაქში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად მიიმართება. საახალწლო კონცერტები 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს ჩატარდება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

„31 დეკემბერს გაიმართება კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ექნება მისი ნახვის შესაძლებლობა. მასში მონაწილეობას მიიღებენ სოლო შემსრულებლები, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის შემსრულებლები და მსახიობები. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილნი, ხოლო მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან და ტერასებიდან ჩაერთვებიან. ჩართვებში ასევე, გამოჩნდებიან საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი მომღერლები. გარდა ამისა, კონცერტები გაიმართება 6 და 14 იანვარს“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]