weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია – ენერგო-პრო ჯორჯია

14:11 ორშაბათი, 28 დეკემბერი 2020

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მიხეილ ბოცვაძე აცხადებს, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია. როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი, მოქმედი ტარიფი 2018 წლის პირველ იანვარს სამი წლის ვადით დადგინდა და ის უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს „დრამატურად გაზრდილ ხარჯებს“.

„უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა სამწუხაროდ აუცილებელია. უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით, მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმარებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომლი. თუმცა,

საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია, უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე“, – აცხადებს მიხელ ბოცვაძე.

მისივე თქმით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მოთხოვნად არ უნდა აღიქმებოდეს და კომპანია „აცნობიერებს სოციალურ ფაქტორს“.

„მნიშვნელოვნად გაზრდილი ტარიფი, ჩვენთვის პრობლემატურ დავალიანებების თუ სხვადასხვა რისკების ზრდას გამოიწვევს. თუმცა, მეორე მხრივ, თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია უბრალოდ ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომომარაგების საკითხი, ამით კი პირველ რიგში აბონენტის ინტერესები დაზიანდება.

რა თქმა უნდა, ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა, ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას მათ ვაკისრებთ, ბოლო კვირებია გვაქვს მწვავე განხილვები თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას, არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი. გვსურს გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური, სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია“, – ნათქვამია მიხეილ ბოცვაძის განცხადებაში.

„ენერგო-პრო ჯორჯია“ საქართველოს რეგიონების მასშტაბით 1 200 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მონაცემებით, „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ დღემდე დადგენილია ქვემოთ მოცემული ტარიფები:

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]