weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მთიან აჭარას ახალი ტურისტული ადგილი „შავი ტბა“ შეემატა

10:14 სამშაბათი, 15 აგვისტო 2017

მთიან აჭარას ახალი ტურისტული ადგილი „შავი ტბა“ შეემატა, რომელიც გოდერძის უღელტეხილზე არსებული მწვანე ტბის წრიულ მარშრუტზე მდებარეობს. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ტბის მარკირებასა და ტურისტულ მარშრუტში ჩასმას მომავალი წლისთვის გეგმავს.

„შავი ტბა გოდერძის უღელტეხილიდან 11.5 კმ -ში, ზღვის დონიდან დაახლოებით 1900 მეტრზე მდებარეობს. ტბა გარშემორტყმულია ალპური ტყით და ჭაობისთვის დამახასიათებელი მცენარეებით. ვინაიდან ტყეში მდებარე შავი ტბა, მასთან მისასვლელი სამანქანო გზის არ არსებობის გამო საკმაოდ ძნელად მისადგომი ერთ-ერთი მყუდრო ადგილია პიკნიკის, კემპინგისა და სათავგადასვლო ტურის მოყვარულებისთვის. ჩვენ ვგეგმავთ გარემოს დაცვის სამართველოსთან ერთად შევისწავლოთ ტბა, რის შემდეგაც მოხდება მისი მარკირება. შავი ტბის სახით მთიან აჭარაში მოგზაურობისა და სათავგადასავლო მარშრუტების გავლის მსურველებს კიდევ ერთი ულამაზესი ადგილი ექნებათ მოსანახულებელი“, - განაცხადა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]