weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფს სახელმწიფო დაასუბსიდირებს – თურნავა

12:10 სამშაბათი, 29 დეკემბერი 2020

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით ელექტროენერგიის ტარიფები გაიზრდება, რაც ენერგეტიკის სექტორში არსებული მძიმე მდგომარეობით არის განპირობებული. ამ საკითხზე დღეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) -მსჯელობს. 

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, სემეკი დამოუკიდებელი ორგანოა და მთავრობას არ აქვს უფლება ჩაერიოს მისი კომპეტენციაში.

„როგორ რა დოზით და რა ოდენობით მოხდება ტარიფების ზრდა, ეს ჩვენ წინასწარ არ ვიცით, იმიტომ, რომ ეს მარეგულირებლის პრეროგატივაა. ელექტროენერგიის წინა ტარიფები დამტკიცებული იყო 3 წლის წინ და ამ სამ წელიწადში ძალიან ბევრი რამ მოხდა, მათ შორის ძალიან ბევრი ინვესტიცია განხორციელდა გადამცემ ხაზებში, ბევრი განვითარება იყო, რაც, საბოლოო ჯამში, ტარიფში ჰპოვებს ასახვას. მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - 2020 წლის უდიდესი კრიზისი გამოწვეული პანდემიით, რამაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა ბევრი ბიზნესი, მათ შორის ენერგეტიკის სექტორი, რომელიც არის ყველა სხვა ბიზნესის ხერხემალი. შემცირდა ეკონომიკა, შემცირდა მოხმარება, ენერგოკომპენიებს შეუმცირდათ შემოსავლები და ამან შეიძლება რისკის ქვეშ დააყენოს მოსახლეობისთვის ლექტროენერგიის უსაფრთხო მიწოდება, თუ არ მოხდება ტარიფის შესაბამისი კორექტირება, რასაც ითვალისწინებს კანონმდებლობა.

ჩვენ არ შეგვიძლია ჩავერიოთ სემეკის კომპეტენციაში, მაგრამ რაც ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია და მთელი ამ წლების განმავლობაში ვაკეთებთ კიდეც, არის ის, რომ დავიცვათ მოსახლეობა ასეთ რთულ დროს ტარიფის ზრდისგან.

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რამდენიც არ უნდა იყოს ეს ფასნამატი და ტარიფის ზრდა მოსახლეობისთვის, ჩვენ შემდგომი 12 თვის განმავლობაში, ყველაზე რთულ, პოსტ-კრიზისულ წელს, სრულად დავასუბსიდირებთ ტარიფის ნაზარდს ჩვენი მომხმარებლების უდიდესი უმრაველესობისთვის, მათთვის, ვინც მოიხმარს 300 კილოვატ საათამდე ელექტროენერგიას თვეში. ასეთი არის 95%-მდე ჩვენი ოჯახების.

აქედან გამომდინარე, მოსახლეობა, მისი უდიდესი მრავლესობა, პრაქტიკულად ტარიფის ზრდას ვერ იგრძნობს და ჩვენ ამისთვის რესურსებს აუცილებლად წარვმართავთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

რაც შეეხება კომერციულ მომხმარებლებს, ნათია თურნავას განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ფასნამატის 50% შემდეგი წლის განმავლობაში დაუსუბსიდირდება ადგილობრივი კვების წარმოებას.

„აქედან გამომდინარე, ეს წნეხი აღარ იქნება ასახული, საბოლოო ჯამში, სამომხმარებლო ფასებში კვების პროდუქტებზე, რაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სუბსიდირების გეგმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]