weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

200 ლარს მიიღებენ ისინიც, ვინც სამსახურს იანვარში ან თებერვალში დაკარგავენ – მაჭავარიანი

17:51 პარასკევი, 08 იანვარი 2021

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, სახელმწიფოსგან 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ პირები, რომლებიც დაქირავებით საქმიანობას ეწეოდნენ 2020 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, ნებისმიერ ორ ან მეტ თვეს  და ამ პერიოდში იღებდნენ ხელფასს და დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ერთ ან მეტ თვეს არ აუღიათ ხელფასი (მათ შორის, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის/შეჩერების გამო).

„პარალმენტმა დაჩქარებული წესით მიიღო რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რამაც შესაძლებლობა მოგვცა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეღავათი და საკომპენსაციო პაკეტი შეგვემუშავებინა. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ 1200 ლარიანი საკომპენსაციო პაკეტი მათთვის, ვინც სამსახური დაკარგა, კვლავ შევა ძალაში. მსგავსი პაკეტი იყო გაზაფხულზეც, როდესაც შეზღუდვები დავაწესეთ.

იგივე პაკეტი გავრცელდება პირველი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში და მოიცავს ყველა იმ ადამიანს, ვინც 2020 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის ნოემბრის ჩათვლით ორი თვე მაინც მუშაობდა. ეს უნდა გამოჩნდეს იმ განაცემების ანგარიშში, რომელსაც დამსაქმებლები წარადგენენ ხოლმე შემოსავლების სამსახურში. მეორე პირობა არის ის, რომ თუ მან დაკარგა სამსახური 2020 წლის დეკემბერში ან 2021 წლის იანვარში ან თებერვალში, 6 თვის განმავლობაში მიიღებს 1200 ლარს, ყოველთვიურად 200-ლარიანი დახმარების პაკეტს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

აღნიშნული პირების შესახებ ინფორმაცია დამსაქმებლებმა ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით უნდა მიაწოდონ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს. ასევე ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს თავად გადაამოწმოს არის თუ არა მისი მონაცემები ასახული კომპენსაციის მიმღებთა სიაში.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ საკომპენსაციო პაკეტისთვის 2021 წლის ბიუჯეტში 150 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]