weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

300-ლარიანი კომპენსაცია 120 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო – ფინანსთა მინისტრი

18:15 პარასკევი, 08 იანვარი 2021

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაცია სახელმწიფოსგან 120 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, გაცემულმა თანხამ კი 36 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„2020 წლის 26 ნოემბერს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სავაჭრო ცენტრების, მოლების, ბაზრობების და ა.შ. საქმიანობა შეგვეზღუდა და ამავდროულად, ავიღეთ ვალდებულება, რომ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად ერთჯერად 300-ლარიან კომპენსაციას გავცემდით იმ სფეროებში დასაქმებულ მოქალაქეებზე, რომლებიც შევზღუდეთ. ამ ეტაპისთვის ეს კომპენსაცია გაიცა 120 000-ზე მეტ ადამიანზე. ჯამურმა თანხამ შეადგინა 36 122 000 ლარი“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]