weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

ბაკურიანში არცერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა – შრომის ინსპექციის უფროსი

15:36 ორშაბათი, 18 იანვარი 2021
Sknews.ge-ის ფოტო ბაკურიანიდან Sknews.ge-ის ფოტო ბაკურიანიდან

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, ბაკურიანში გეგმური მონიტორინგი განხორციელდა, თუმცა არც ერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა და არც დაჯარიმებულა.

„ჩვენ შევამოწმეთ რამდენიმე აპარტამენტის სტატუსი, რამდენად იყვნენ ისინი სასტუმროს სტატუსის მატარებლები, თუ ისინი იყვნენ ჩვეულებრივი კერძო საცხოვრისები.

არცერთი კერძო საცხოვრისი არ შემოწმებულა შრომის ინსპექციის მხრიდან და მითუმეტეს, ჯარიმებზე არ ყოფილა საუბარი. დადგენილების მიხედვით აკრძალულია სასტუმროების ფუნქციონირება და მხოლოდ და მხოლოდ მისი გადამოწმება მოხდა და არ ყოფილა არავითარი ობიექტის დატოვებასთან დაკავშირებით მითითება ან სხვა რაიმე ზემოქმედება.

ამაზე მეტყველებს ისიც, რომ არცერთი ჯარიმა არ არის დაწერილი“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის კურორტებზე აკრძალულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება, ხოლო სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. სასტუმროების გაჩერების მიუხედავად, ბაკურიანში დამსვენებლების სიმრავლეა. ისინი კერძო სახლებსა და კოტეჯებს ქირაობენ. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შრომის ინსპექციამ მესაკუთრეებს საკუთარი ფართების გაქირავება აუკრძალა, დამსვენებლებს კი ბინების დატოვება მოსთხოვა.

 

ამ თემაზე:

მთიანი რეგიონების სასტუმროებს სჭირდებათ პასუხი, ჯავშნები მიიღონ თუ არა – ალავერდაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]