„პროექტში თავიდანვე, 70-იანი წლებიდანვე, ჩადებული იყო ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ენგურჰესის გვირაბის დაცლა, მდგომარეობის შეფასება, საჭირო და აუცილებელი რემონტის სამუშაოების ჩატარება. ბოლო რემონტი 2006 წელს ჩატარდა, მას შემდეგ თითქმის 15 წელი გავიდა. 2018 წელს მოხდა გვირაბის ინსპექტირება, მოვნიშნეთ ადგილები, რომელთაც ჭირდებათ რემონტი და საიდანაც სავარაუდოდ ხდება წყლის გაჟონვა, რაც ელექტროენერგიის დანაკარგებს იწვევს. ეს, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით წელიწადში 200-250 მლნ კვტ.სთ-ია. რემონტის შედეგად კი ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 30-40%-ით შემცირდება. შესაბამისად, დანაკარგები 100 მლნ კვტ. სთ-ით დაიკლებს“, – განაცხადა ლევან მებონია.
„ენგურჰესის“ გაჩერების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტორენერგიას რუსეთი მიაწვდის.
„ენგურჰესი“ მნიშვნელოვანი სადგურია განსაკუთრებით აფხაზეთისთვის, სადაც სხვა გენერაციის წყარო არ არის და მისი გაჩერების შემთხვევაში, მთლიანად მომარაგება მოხდება რუსეთის ფედერაციიდან. პირველი მაისს აუცილებლად უნდა ჩავერთოთ ქსელში, თორემ მაისიდან წყალდიდობა იწყება და წყალსაცავს მომავალი ზამთრისთვის ვერანაირად ვერ შევავსებთ“, – განაცხადა ლევან მებონიამ „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, სარემონტო სამუშაოები 15 მილიონი ევრო დაჯდება.