weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სარემონტო სამუშაოების გამო „ენგურჰესი“ მაისამდე გაჩერდება

17:01 ორშაბათი, 18 იანვარი 2021

20 იანვარს, ღამის 12 საათზე „ენგურჰესი“ გაჩერდება, რის შედმდეგაც გვირაბი დაიცლება და სარემონტო სამუშაოები დაიწყება. როგორც შპს „ენგურჰესის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან მებონიამ განაცხადა, სამუშაოები პირველ მაისამდე უნდა დასრულდეს.

„პროექტში თავიდანვე, 70-იანი წლებიდანვე, ჩადებული იყო ყოველ 5 წელიწადში ერთხელ, ენგურჰესის გვირაბის დაცლა, მდგომარეობის შეფასება, საჭირო და აუცილებელი რემონტის სამუშაოების ჩატარება. ბოლო რემონტი 2006 წელს ჩატარდა, მას შემდეგ თითქმის 15 წელი გავიდა. 2018 წელს მოხდა გვირაბის ინსპექტირება, მოვნიშნეთ ადგილები, რომელთაც ჭირდებათ რემონტი და საიდანაც სავარაუდოდ ხდება წყლის გაჟონვა, რაც ელექტროენერგიის დანაკარგებს იწვევს. ეს, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით წელიწადში 200-250 მლნ კვტ.სთ-ია. რემონტის შედეგად კი ვფიქრობთ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი 30-40%-ით შემცირდება. შესაბამისად, დანაკარგები 100 მლნ კვტ. სთ-ით დაიკლებს“, – განაცხადა ლევან მებონია.

„ენგურჰესის“ გაჩერების შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტორენერგიას რუსეთი მიაწვდის.

„ენგურჰესი“ მნიშვნელოვანი სადგურია განსაკუთრებით აფხაზეთისთვის, სადაც სხვა გენერაციის წყარო არ არის და მისი გაჩერების შემთხვევაში, მთლიანად მომარაგება მოხდება რუსეთის ფედერაციიდან. პირველი მაისს აუცილებლად უნდა ჩავერთოთ ქსელში, თორემ მაისიდან წყალდიდობა იწყება და წყალსაცავს მომავალი ზამთრისთვის ვერანაირად ვერ შევავსებთ“, – განაცხადა ლევან მებონიამ „ბიზნესპარტნიორთან“ ინტერვიუში.

მისივე თქმით, სარემონტო სამუშაოები 15 მილიონი ევრო დაჯდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]