weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საგარეჯოს 10 ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო

18:02 ორშაბათი, 18 იანვარი 2021

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 10 ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ, ქალაქ საგარეჯოში, ნინოწმინდაში, გიორგიწმინდაში, წყაროსთავში, დუზაგრამაში, იორმუღანლოში, ლამბალოში, თულარში, ყანდაურასა და შიბლიანში, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკადასტრო სამუშაოები დაიწყო. 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საველე ჯგუფები, მესაკუთრეების ჩართულობით მიწის ნაკვეთებს აზომავენ. საბოლოოდ, სისტემური წესით დარეგისტრირდება კერძო, მუნიციპალიტეტის და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ყველა მიწის ნაკვეთი.  

„რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას, როგორიცაა: საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზი და ნაკვეთების დარეგისტრირება – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით და უფასოდ განახორციელებს“, – აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

საგარეჯოს გარდა, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის სამუშაოები ყველა იმ გეოგრაფიულ არეალზე ხორციელდება, სადაც მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის ფარგლებში სარწყავი არხების მშენებლობა და რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კერძოდ, კახეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულში. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]