weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თებერვალში სავარაუდოდ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნით – თურნავა

09:45 ოთხშაბათი, 20 იანვარი 2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს სავარაუდოდ თებერვალში მოხსნის. მინისტრის ინფორმაციით, ქვეყანაში შემოსასვლელად, შესაძლოა, საჭირო იყოს ვაქცინაციის საბუთიც.

„ეკონომიკა იხსნება. იხსნება ასევე ფრენები, კონკრეტულ თარიღებს დავასახელებთ, მაგრამ თებერვლის თვე იქნება სავარაუდოდ ის თვე, როდესაც რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვებს მოვხსნით. ისევ და ისევ, ეს არ ნიშნავს ქაოტურ და უკონტროლო შემოსვლას ქვეყანაში, პირიქით, ეს იქნება ძალიან კონკრეტული, კონტროლირებადი ტესტებით, ვაქცინაციის საბუთით ან რამე სხვა ადეკვატური საბუთით კონტროლირებადი შემოსვლა. მაგრამ ეს არის პირველი იმედი ტურისტული სეზონის აღდგენის, ტურისტული სეზონის დაწყების, იმის კვალობაზე, რომ მსოფლიოშიც იწყება ვაქცინაცია და ჩვენთანაც“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კორონავირუსის გავრცელების გამო, საერთაშორისო რეგულარული ფრენები საქართველოში 2019 წლის მარტში შეწყდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]