weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა იხსნება

15:21 პარასკევი, 22 იანვარი 2021

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, პირველი თებერვლიდან ყველა მიმართულებით რეგულარული ფრენების შესრულება დაშვებული იქნება. ამის შესახებ თურნავამ დღეს, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„პირველი თებერვლიდან, ჩვენ მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ გავაუქმოთ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა, ანუ დავუშვათ რეგულარული ფრენები. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ავიაკომპანია, ვინც დღემდე მოქმედებდა და მოქმედებს საქართველოში, ან ახალი ავიაკომპანიები, ვინც გამოთქვამენ სურვილს საქართველოში შემოსვლის, შეძლებენ რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას, გარკვეული სიხშირეებით.

რა თქმა უნდა, ეს მოხდება, ყველა სამედიცინო პროტოკოლის და უსაფრთხოების წესების დაცვით, რასაც უკვე მსოფლიოში ბევრი ავიაკომპანია ისედაც ახორციელებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ აქ ვხედავთ, რომ ეს არ იქნება რაიმე დამატებითი საფრთხის მომტანი“, – თქვა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, მთავრობა მსჯელობს და მომავალ კვირაში ჩამოყალიბდება, როგორ შეამსუბუქოს საქართველოში შემოსვლის რეჟიმი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეთათვის.

„დღესაც არის რეგულარული ფრენები გარკვეულ მიმართულებებით დაშვებული, მაგრამ იმის გამო, რომ არის მეორე ტალღა, გარკვეული შეზღუდვებია სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტორების შესვლაზე, ავიაკომპანიები აქტიურად არ ითვისებენ მინიჭებულ უფლებებსა და სიხშირეებს და არ ასრულებენ იმდენ ფრენას, რამდნიც მათ კომერციულად ენდომებოდათ.

ერთია, რომ ჩვენ ვაუქმებთ ნოტამს, ანუ ვუშვებთ რეგულარულ ფრენებს ყველა მიმართულებით და მეორე - ჩვენ ვმუშაობთ და უახლოეს დღეებში გამოვაცხადებთ, თუ რა სიახლეები გვექნება საქართველოში უცხოელი ვიზიტორების შემოსვლასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი თებერვლიდან ძალაში რჩება ქვეყნაში მოქმედი რიგი შეზღუდვები, მათ შორის, გადაადგილების შეზღუდვა ღამის 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. ასევე, სათხილამურო კურორტებზე სასტუმროების, სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირების აკრძალვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]