weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Air Arabia და Flydubai საქართველოს მიმართულებით ფრენებს თებერვლიდან განაახლებენ

16:52 ორშაბათი, 25 იანვარი 2021

არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები Air Arabia და Flydubai საქართველოს მიმართულებით ფრენებს აახლებენ. Air Arabia თებერვალში, შარჯა-თბილისი-შარჯას საჰაერო ხაზზე ფრენებს კვირაში ერთხელ, ყოველ შაბათს შეასრულებს.

აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ ავიარეისები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით განხორციელდება: შარჯა-თბილისი, ჩამოფრენა 14:20 (ადგილობრივი დრო); თბილისი - შარჯა, გაფრენა 15:10 (ადგილობრივი დრო).

რაც შეეხება Flydubai-ის ავიარეისებს, თებერვალში, დუბაი-თბილისი-დუბაის საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს შესრულდება. ავიარეისები Boeing 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით განხორციელდება: დუბაი-თბილისი, ჩამოფრენა 15:50 (ადგილობრივი დრო); თბილისი-დუბაი, გაფრენა 16:50 (ადგილობრივი დრო).

მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვა პირველი თებერვლიდან იხსნება.

საქართველოში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 29 იანვრიდან შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან. 23 თებერვლიდან შეჩერდა მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან. 6 მარტიდან შეწყდა პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იტალიასთან, ხოლო 21 მარტიდან, სრულად შეწყდა რეგულარული საჰაერო მიმოსვლა საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით.

2020 წლის აგვისტოდან, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენა დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]